კონფიდენციალურობის პოლიტიკა
Please read our კონფიდენციალურობის პოლიტიკა
USAID- ის საბაზისო განათლების პროგრამის სწავლების მართვის სისტემის კონფიდენციალურობის პოლიტიკა
USAID- ის საბაზისო განათლების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს სამმხრივი მიმართულების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის (RTI) ფილიალი საქართველოში, სერიოზულად უდგება თქვენს კონფიდენციალურობას და მზად არის დაიცვას თქვენი პერსონალური ინფორმაცია. ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკით („პოლიტიკა“) განისაზღვრება ჩვენსა დაჩვენი პარტნიორის, საქართველოს განათლების მართვის სისტემის (EMIS) მიერ თქვენგან მოწოდებული პერსონალური ინფორმაციის გამოყენების, გამჟღავნების და დაცულობის გზები. ეს პოლიტიკა მოქმედებს ყველგან და ყოველთვის, როცა ჩვენი ურთიერთობის ფარგლებში ვიღებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას. მათ შორის თქვენს მიერ პლატფორმის - chemiskola.emis.ge, ჩვენი ვებგვერდის, მობილური აპლიკაციების, ელექტრონული მომსახურებების, სოციალური ქსელის საიტების ან სხვა ციფრული პლატფორმების გამოყენების დროს. ამიტომ გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს პოლიტიკა. იმ შემთხვევაში, თუ გააგრძელებთ ამ საიტის გამოყენებას, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ამ პოლიტიკის პირობებს. თუ არ ეთანხმებით ამ პოლიტიკის პირობებს, გთხოვთ, არ მოგვაწოდოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია და ნუ გამოიყენებთ ამ საიტს.
სამმხრივი მიმართულების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის (RTI) შესახებ
საერთაშორისო ინსტიტუტი RTI არის დამოუკიდებელი, არაკომერციული კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ემსახურება ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ ვაერთიანებთ სამეცნიერო სიზუსტესა და ტექნიკურ გამოცდილებას სოციალურ და ლაბორატორიულ მეცნიერებებში, ინჟინერიასა და საერთაშორისო განვითარებაში, რათა დავეხმაროთ კლიენტებს/დამკვეთებს მთელ მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი საჭიროებების მოგვარებაში. ეს პოლიტიკა ვრცელდება საერთაშორისო ინსტიტუტი RTI -ის საკუთრებაში მყოფ ყველა კომპანიაზე.
საქართველოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) შესახებ
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (MoES) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მართვის სისტემის მისიაა, საგანმანათლებლო სისტემის მოწინავე ტექნოლოგიებით და ელექტრონული რესურსებით უზრუნველყოფა, საუკეთესო განათლებისა და მართვისათვის. მისიის შესასრულებლად, მართვის სისტემის მიზანია, საქართველოს განათლების სისტემაში:
- ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება და სასწავლო პროცესში მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- მართვის საინფორმაციო სისტემების განვითარება;
- გადაწყვეტილების მიღების პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფა;
- საგანმანათლებლო სტატისტიკის წარმოება და გავრცელება.
ამ პოლიტიკის შესახებ
ეს პოლიტიკა განმარტავს, თუ რა პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენს შესახებ, როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება, როდის შეგვიძლია ინფორმაციის გამჟღავნება და რა ნაბიჯებს ვდგამთ თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ ასევე განვმარტავთ თქვენს უფლებებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
პლატფორმის მისამართზე https://chemiskola.iliauni.edu.ge/ განთავსებული ვებგვერდი ასევე შეიცავს გარე ბმულებს RTI-ს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე დონორი ორგანიზაციის, USAID-ის და მათ ციფრულ პლატფორმებზე, რაც ემსახურება თქვენ კომფორტს. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ მხოლოდ ჩვენი პლატფორმის კონფიდენციალურობაზე და უსაფრთხოებაზე. მეტი ინფორმაციის მისაღებად, გირჩევთ, შეამოწმოთ თითოეული საიტის/ციფრული პლატფორმის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკა და პროცედურები.
როგორ დაგვიკავშირდეთ თქვენი პერსონალური ინფორმაციასთან ან ამ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ
თუ დამატებითი შეკითხვები გაქვთ ამ პოლიტიკის შესახებ, ან იმის შესახებ, თუ როგორ იქნება თქვენი პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული, გამჟღავნებული ან დაცული ჩვენი და EMIS– ის საშუალებით, გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე chemiskola@teachers.gov.ge ან მოგვწეროთ/დაგვირეკოთ შემდეგ მისამართზე:
EMIS საქართველო
ფანჯიკიძის ქ. N1
ტელ: (+995) 0322 200-220
info@emis.ge
როგორ ვიყენებთ და ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას
თქვენი პირადი ინფორმაცია შეიძლება შეგროვდეს, როდესაც შედიხართ ამ საიტზე ან იყენებთ მას, ხსნით ან პასუხობთ ჩვენს ელ.ფოსტას, შეგაქვთ ინფორმაცია ამ საიტზე განთავსებულ ფორმაში და წარადგინეთ მას, ინტერნეტით ეწვევით ნებისმიერ გვერდს, რომელზეც ასახულია ჩვენი კონტენტი; და უკავშირდებით საიტს სოციალური ქსელის საშუალებით.
პერსონალურ ინფორმაციად ჩვენ მივიჩნევთ ნებისმიერ ინფორმაციას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თქვენი პირდაპირი იდენტიფიცირება, როგორიცაა გვარი და სახელი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართი, გეოლოკაცია და ა.შ. ან არაპირდაპირი გზით, როგორიცაა სქესი, რასა, ეთნიკური წარმომავლობა ან ადგილმდებარეობა, რომელთა კომბინირებისას შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება. ჩვენ ასევე შეგვიძლია განვსაზღვროთ თქვენი ადგილმდებარეობა/ქვეყანა იმ IP მისამართის საშუალებით, რომელსაც ციფრულ პლატფორმებზე შესასვლელად იყენებთ.
ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ თქვენს შესახებ, ჩაიწერება, იქნება გამოყენებული და დაცული ჩვენს მიერ მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობისა და ამ პოლიტიკის შესაბამისად. ჩვენ შეიძლება შევავსოთ თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამატებითი ინფორმაციით, რომელსაც ვიღებთ თქვენთან ურთიერთობის შედეგად ან რომელსაც ვიღებთ სხვა ორგანიზაციებისაგან. მაგალითად, ჩვენის პონსორებისა და პარტნიორებისგან.
ამ ვებგვერდზე შეგროვდება შემდეგი პერსონალური ინფორმაცია თქვენს შესახებ:
- სახელი,
- გვარი,
- სქესი,
- რეგიონი და მუნიციპალიტეტი, სადაც თქვენი სკოლა/დაწესებულება მდებარეობს,
- სკოლის/დაწესებულების სახელი, სადაც მუშაობთ.
ჩვენ ვიყენებთ თქვენს პირად ინფორმაციას შემდეგი მიზნებისთვის:
• საიტების ოპერირება, მხარდაჭერა და გაუმჯობესება;
• როგორც კურსის, ასევე ინტერნეტ აქტივობის შეფასება, როგორიცაა საიტების დათვალიერების აქტივობა, IP მისამართი, ქუქი-ფაილები და გეოლოკაციური მონაცემები;
• პროექტის ფარგლებში ჩატარებული კონფერენციების ან სემინარების შესახებ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოწოდება, თუ თხოულობთ ინფორმაციის მოწიდებას ელ.ფოსტის ან ვებსაიტის ონლაინ პორტალის საშუალებით;
• კომუნიკაცია და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება პროექტის შესახებ, რომელიც შეიძლება თქვენთვის საინტერესო იყოს, ზოგჯერ თქვენი ინფორმაციისა და განათლების სამინისტროს წყაროების ინფორმაციის კომპინირებით.
შეტყობინება თქვენი ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ
თქვენი ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში, ჩვენ შეგატყობინებთ დეტალებს და ასევე თქვენს მიერ განსახორციელებელი ნებისმიერი საჭირო მოქმედების შესახებ ელ.ფოსტის იმ მისამართზე, რომელსაც მოგვაწოდებთ რეგისტრაციის დროს.
Cookie ფაილები (web cookies)
მრავალი სხვა ვებსაიტ ოპერატორის მსგავსად, ჩვენ ვებგვერდზე ვიყენებთ სტანდარტულ ტექნოლოგიას, რომელსაც ეწოდება „ქუქი ფაილები“. ქუქი ფაილები არის მცირე ზომის ინფორმაცია, რომელსაც ინახავს თქვენი ბრაუზერი თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე და ისინი გამოიყენება ყოველი ვიზიტისას ამ ვებგვერდზე თქვენი ნავიგაციის აღსაწერად.
ინფორმაციის უსაფრთხოება
ჩვენ პასუხისმგებლობით და სერიოზულად ვეკიდებით თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებას და ვიყენებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების პროცედურებს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაციის დასაცავად. როდესაც გვაწვდით ინფორმაციას, მის დასაცავად ვიყენებთ EMIS Georgia- ს მიერ გაცემულ დაშიფვრის სტანდარტულ ტექნოლოგიას (Secure Sockets Layer-SSL). გარდა ამისა, ჩვენთან მოქმედებს უსაფრთხოების პროცედურები, რათა დავიცვათ ჩვენი ქაღალდზე დაფუძნებული სისტემები და კომპიუტერული მონაცემთა ბაზა დაკარგვისა და ბოროტად გამოყენებისგან. მასზე წვდომა დაშვებულია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ამასთან მკაცრი მითითებებით იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება მათში არსებულ პერსონალური ინფორმაციის გამოყენება. თუ ჩვენი ციფრული პლატფორმების გარკვეულ ადგილებში შესასვლელად საჭიროა აპაროლი, თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი პაროლის დაცვასა და კონფიდენციალობაზე. გთხოვთ, არ გაამჟღავნოთ და არ გაუზიაროთ თქვენი პაროლი სხვას.
მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ეს ზომები ადეკვატურად მიგვაჩნია, ინტერნეტით ინფორმაციის გადაცემის ან შენახვის არც ერთი მეთოდი არ არის ბოლომდე დაცული. გთხოვთ გაითვალისწინოთ, მიუხედავაიმისა, რომ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ თქვენი ინფორმაცია უსაფრთხოდ დავიცვათ, მაინც არსებობს რისკი, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება იყოს უკანონოდ მითვისებული და მისი აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას ვერ ვიძლევთ.
მონიტორინგი / ანალიტიკა
ჩვენ არ ვაკონტროლებთ ჩვენი საიტის მომხმარებლებს ზემოთ ნახსენები ქუქი-ფაილების მონიტორინგის გარდა.
ბავშვთა ონლაინ კონფიდენციალურობა
RTI არ აგროვებს ბავშვების მონაცემებს და არ აპირებს, რომ საიტის რომელიმე ნაწილზე წვდომა ან გამოყენება მოხდეს ცამეტი (13) წლამდე ასაკის ბავშვების მიერ. ეს აკრძალულია. ეს საიტი შექმნილია და განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრულებისთვის (საქართველოს საჯარო სკოლების პედაგოგები და სკოლის დირექტორები). საიტების გამოყენებით, რომლებზეც ვრცელდება ეს პოლიტიკა, თქვენ ადასტურებთ, რომ მინიმუმ თვრამეტი (18) წლის ხართ.
დაწვრილებით თქვენი ინფორმაციის, თქვენი უფლებების შესახებ
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეასწოროთ ან განაახლოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია და მოგვწეროთ ამის შესახებ ელ.ფოსტით მისამართზე chemiskola@emis.ge. ჩვენთან დაკავშირებისას, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი და ელ.ფოსტის მისამართი, რადგან ეს დაგვეხმარება იმაში დასარწმუნებლად, რომ ცვლილებებს მხოლოდ სწორი პირისგან მიღებული ინფორმაცის საფუძველზე ვიღებთ. გირჩევთ დაუყოვნებლივ განაახლოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია საიტზე, თუ ის რეალურად შეიცვლება.
ჩვენ უსაფრთხოდ შევინახავთ თქვენს ინფორმაციას იმ გონივრული პერიოდის განმავლობაში, სანამ საჭიროა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თუ გსურთ გამოგვიგზავნოთ მოთხოვნა თქვენი მონაცემების წაშლის მოთხოვნით, მოგვწერეთ მისამართზე chemiskola@emis.ge. თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ თქვენი პირადი ინფორმაციის ასლი, რომელსაც ჩვენ ვინახავთ. გთხოვთ, მოგვწეროთ ზემოთ მოცემულ მისამართზე, თუ გსურთ ისარგებლოთ ამ უფლებით.
ცვლილებები ამ პოლიტიკაში
ჩვენი მიზანია მაღალი სტანდარტების დაცვა და ამიტომ ჩვენი პოლიტიკა და პროცედურები მუდმივ გადამოწმებას ექვემდებარება. დროდადრო შეიძლება შევცვალოთ ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა. შესაბამისად, გირჩევთ პერიოდულად შეამოწმოთ ეს გვერდი, რათა ნახოთ უახლესი ვერსია.
სად უნდა წარადგინოთ საჩივარი
თუ გაქვთ პრეტენზია თქვენი პირადი ინფორმაციის ან ამ პოლიტიკის რომელიმე ასპექტთან დაკავშირებით, გთხოვთ, მოგვწერეთ ზემოთ მითითებულ მისამართზე.